სანჩესს მოურინიოს მუშაობის სტილი არ მოსწონს და იანვარში
Aa
Aa

სანჩესს მოურინიოს მუშაობის სტილი არ მოსწონს და იანვარში "პსჟ"-ში გადასასვლელად ემზადება

"მანჩესტერ იუნაიტედში" არაჯანსაღი გარემო, რომ არის ეს ახალი ამბავი არ გახლავთ.

ფეხბურთელები მოურინიოსადმი ნდობას კარგავენ და ნელ-ნელა გუნდიდან წასასვლელადაც ემზადებიან.

პოლ პოგბას შემდეგ "ოლდ ტრაფორდის" დატოვებასთან ახლოსაა ალექსის სანჩესი.

Times-ის ინფორმაციით, ჩილელ შემტევს მოურინიოსთან მუშაობა მობეზრდა. მისი სტილით უკმაყოფილოა და კარიერის "პსჟ"-ში გაგრძელებას გეგმავს.

სანჩესი კლუბის დატოვებას იანვარში აპირებს და ამის ალბათობა საკმაოდ დიდია.

როგროც ჩანს "იუნაიტედი" მოურინიოს დათხოვნას ამ ეტაპზე არ გეგმავს და ამ ფაქტით გუნდის ყველა მოთამაშე მოხიბლული ნამდვილად არ გახლავთ.

ზამთარში "მანკუნიანელთა" რიგებში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ "განსაკუთრებული" კაცი "ოლდ ტრაფორდზე" მინიმუმ სეზონის ბოლომდე მაინც დარჩება, თუმცა იგივეს ყველა ფეხბურთელზე ვერ ვიტყვით...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები