Aa
Aa

ბითაძის ორმაგი დუბლი, მატჩის MVP და საოცარი "ქამბექი"!

ადრიატიკის ლიგაში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" მორიგი გამარჯვება იზეიმა და ეს ამჯერად საოცარი "ქამბექით" მოახერხა.

"ბიმაქსმა" "ზადარს" 84:80 სძლია, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 2.5 წუთით ადრე 8 ქულით მარცხდებოდნენ, თუმცა ამის შემდეგ 12:0 გაქცევა მოაწყვეს და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი პარკეტზე 26:01 წუთის განამავლობაში იმყოფებოდა და ამ დროში მისი მონაგარი 13 ქულა, 11 მოხსნა, 3 ბლოკი და 1 ჩაჭრა იყო.

ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 შეადგინა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ, რის შემდეგაც გოგა მატჩის MVP გახდა.

"მეგა ბიმაქსი" 7 ტურის შემდეგ 6 გამარჯვებით ლიგაში პირველ პოზიციაზე იმყოფება.

18 ნოემბერს ქართველი ცენტრის გუნდი "კრკას" ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები