Aa
Aa

სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი: ნინო ოძელაშვილი ოქროს მედლის მფლობელია!

რუმინეთში კერძოდ კი ბუქარესტში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე 72 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნინო ოძელაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ნინო ოძელაშვილმა ისტორია დაწერა. ის პირველი ქართველი ქალი მოჭიდავე გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნინომ ფინალურ დაპირისპირებაში მასპინძელი რუმინეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს მედლამდე მიმავალი ურთულესი გზა ტრიუმფით დაასრულა.

საქართველოს ღირსება ვაჟებმაც დაიცვეს. გივი ნადარეიშვილი (52 კგ.) და პაატა ღვინიაშვილი (90 კგ.) ბრინჯაოს მედლების პრიზიორები გახდნენ.

ცხელი ამბები