რობერტო მარტინესმა
Aa
Aa

რობერტო მარტინესმა "რეალი" გამორიცხა

ბოლო პერიოდში უცხოური პრესის მთავარი განხილვის საგანი „რეალის“ მომავალი თავკაცის ვინაობა გახლდათ. რამდენიმე ვარიანტთან ერთად ჟურნალისტები რობერტო მარტინესის კანდიდატურასაც ასახელებდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ყველაფერი კატეგორიულად უარყო.

ერთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა: „არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვას დაგვიკავშირდა თუ არა „რეალი“ ჩემს აგენტს ან მე“.

„შვეიცარიასთან და ისლანდიასთან ჩასატარებელი შეხვედრების გარდა სხვა რამეზე საუბარი არ მსურს. საკუთარი პოზიცია ორ სხვადასხვა ენაზე უკვე დავაფიქსირე, კიდევ რა გავაკეთო? სხეულის ენით მიგანიშნოთ თუ ვიმღერო“?

„ჩემი გზავნილი არ შეცვლილა! ახლა მხოლოდ ბელგიის ნაკრებზე ვარ ორიენტირებული“.

აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით მადრიდელების დროებითი მთავარი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი, გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები