Aa
Aa

"ჩელსი" უილსონს უმიზნებს

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით „ლონდონის ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, კლუბის ხელმძღვანელობას კალუმ უილსონის გადმობირება მოთხოვა. ეს უკანასკნელი ამჟამად „ბორნმუთის“ ღირსებას იცავს და კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

26 წლის ფეხბურთელი „ალუბლების“ უდავო ლიდერია და პრემიერ ლიგის 13 შეხვედრაში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. უილსონის კარგი თამაში არც გარეტ საუთგეიტს გამოპარვია. ინგლისის ნაკრების თავკაცმა კალუმი ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახა და მისი დებიუტი დიდი ალბათობით აშშ-ს წინააღმდეგ შედგება.

გასაკვირი სულაც არაა, რომ მაურიციო სარის ცენტრალური ფორვარდის პოზიციის გაძლიერება სურს. ალვარო მორატა საშინელ ფორმაში იმყოფება, რაც შეეხება ოლივიე ჟირუს, ფრანგმა შემტევმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ „ჩელსის“ მაისურით თავის გამოჩენა პირველად მოახერხა.

ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით „არისტოკრატები“ მაურო იკარდის და კრიშტოფ პიატეკის ვარიანტებსაც განიხილავენ, თუმცა დიდი ალბათობით მათი ტრანსფერი სერიოზულ თანხებთან იქნება დაკავშირებული. რაც შეეხება უილსონს, ამ უკანასკნელის გადმობირება ლონდონურ კლუბს სულ რაღაც 35 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები