დიდიე დეშამმა მბაპე შეაქო
Aa
Aa

დიდიე დეშამმა მბაპე შეაქო

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, “პარის სენ ჟერმენის” ფეხბურთელი კილიან მბაპე კიდევ ერთხელ შეაქო. ამ უკანასკნელს სეზონის საოცარი სტარტი აქვს. 19 წლის შემტევმა 12 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ჰოლანდიასთან და ურუგვაისთან გასამართი მატჩების წინ დეშამმა მბაპეს უნიკალურობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და განაცხადა.

„კილიანი მოედანზე სასწაულებს ახდენს. შეხედეთ მის სტატისტიკას. იგი საოცრად პროდუქტიულია. მბაპეს გოლები როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე გააქვს და შედეგიან გადაცემებსაც ასრულებს“.

„კილიანი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. იგი ზედმეტ კითხვებს არ სვამს და „პსჟ“-ს და საფრანგეთის ნაკრების უდავო ლიდერია“.

„ბუნებრივია მას განვითარება და პროგრესის მიღწევა მომავალშიც შეეძლება, მაგრამ როგორც აღვნიშნე კილიანი ამ ასაკშიც საკმაოდ პროდუქტიულია, რაც დიდი იშვიათობაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები