დიდიე დროგბას შესანიშნავი კარიერის სევდიანი დასასრული
Aa
Aa

დიდიე დროგბას შესანიშნავი კარიერის სევდიანი დასასრული

მარტში, "ფენიქს რაიზინგის" ფეხბურთელმა და თანამფლობელმა, დიდიე დროგბამ, განაცხადა, რომ წლევანდელი სეზონი მის კარიერაში უკანასკნელი იქნებოდა. სამწუხაროდ ლეგენდარულ კოტ-დივუარელს ზღაპრული დასასრული არ ეღირსა. უფრო მეტიც, ყველაფერი პირიქით მოხდა...

გამთენიისას დიდიე დროგბას გუნდი USL-თასის ფინალში "ლუისვილს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ლუკ სპენსერის გოლი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა გამარჯვების მომტანი ბურთი შეხვედრის 62-ე წუთზე შეაგდო. 

შეგახსენებთ, რომ დროგბა "ფენიქსში" შარშან გადავიდა. დიდიე გუნდის მოთამაშე და ამავდროულად მისი თანამფლობელია. სადებიუტო სეზონში მან 10 გოლი გაიტანა, რასაც წელს კიდევ 5 მიუმატა. 

დროგბას წინამძღოლობით "ფენიქსი" შესანიშნავად გამოიყურებოდა და ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა. მიუხედავად ასაკისა დიდიე თავის გამოჩენას მაინც ახერხებდა. პლეიოფში კოტ-დივუარელმა სამი გოლი შეაგდო და გუნდის წარმატებულ სვლაში დიდი წვლილი დაიდო.

მატჩის შემდეგ გუნდის ერთ-ერთმა მფლობელმა, ბერკე ბაკიმ, დროგბას "ფენიქსის" განვითარებისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

 

დროგბამ საფეხბურთო სამყაროს თავი "ჩელსიში" თამაშისას შეაყვარა. ლონდონელებთან ერთად დიდიემ პრემიერ ლიგის ოთხჯერ და ჩემპიონთა ლიგის მოგება ერთხელ მოახერხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები