სქოულზი:
Aa
Aa

სქოულზი: "ასეთი ქმედების აუცილებლობა არ იყო, თუმცა ეს ის გზაა, რომლითაც მოურინიო მიდის"

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერს“ შორის გამართული შეხვედრა „მანკუნიანელთა“ მოულოდნელი „ქამბექით“ დასრულდა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ემოციები ვერ მოთოკა და მოედანზე შეიჭრა.

ჟოზემ ქომაგებს გამომწვევი ჟესტი უჩვენა, რამაც „იუვეს“ მოთამაშეებიც გააღიზიანა, მათ შორის ყველაზე მეტად ლეონარდო ბონუჩი.

მოურინიო ამ საქციელის გამო „იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა BT Sport-ის ეთერში გააკრიტიკა.

„ჟოზეს ამის გაკეთება არ სჭირდება, თუმცა ასე ხდება ყველგან სადაც ის სამუშაოდ მიდის.

ხანდახან შენ გჭირდება, რომ კლასის ხარჯზე გაიმარჯვო და მეტოქე გუნდის მწვრთნელს უბრალოდ ხელი ჩამოართვა.

ასეთი ქმედების აუცილებლობა არ იყო, თუმცა ეს ის გზაა, რომლითაც მოურინიო მიდის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები