რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "შეგვეძლო თამაში სამჯერ ან ოთხჯერ მოგვეკლა...იუნაიტედს შეხვედრის მოსაგებად არაფერი გაუკეთებია"

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა და ეს თავისი ყოფილი გუნდის „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გააკეთა, თუმცა „ბებერ ქალბატონს“ მოსაგებად ეს არ ეყო და ბოლო წუთებზე ალეგრის გუნდი მოულოდნელად დამარცხდა.

რონალდუმ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუნაიტედს“ მოსაგებად არაფერი გაუკეთებია.

„ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით, შევქმენით უამრავი მომენტი, შეგვეძლო თამაში სამჯერ ან ოთხჯერ მოგვეკლა, თუმცა მოვდუნდით და ამისთვის დავისაჯეთ.

იუნაიტედს შეხვედრის მოსაგებად არაფერი გაუკეთებია. იღბლის ხსენებაც კი არ შეიძლება. ჩვენ უბრალოდ მათ შანსი ვაჩუქეთ.

ახლა თავები მაღლა უნდა ავწიოთ, რადგან ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ჯგუფის სათავეშიც ვიმყოფებით.

ჩემი გოლი შესანიშნავი იყო, ბონუჩის გადაცემა ძალიან კარგი გახლდათ, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

იუვენტუსის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი გოლი გავიტანე და ამით მოხარული ვარ. მიუხედავად მარცხისა განგაშის ატეხა არ არის საჭირო.

გუნდი ჩემპიონატშიც და ლიგაზეც კარგად გმოიყურება და ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება შორს წავიდეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები