Aa
Aa

"ბარსას" მორიგი პრობლემა - კოუტინიო ტრავმირებულია

ესპანური Mundo-ს ცნობით, „ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევი ფელიპე კოუტინიო ტრავმირებულია.

კოუტინიომ დაზიანება „ინტერთან“ მატჩში მიიღო. ბრაზილიელს კუნთი აქვს დაჭიმული და 2-3 კვირა გაუცდება.

ტრავმა სერიოზული არ არის და „ფილს“ მხოლოდ „ბეტისთან“ გასამართი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რადგან ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა იწყება და მომდევნო კალენდარულ მატჩს „ბარსა“ 24 ნოემბერს მადრიდში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავს.

„როხიბლანკოსთან“ გასამართი მატჩისთვის კითხვის ნიშნები მაინც არსებობს. შესაძლოა კოუტინიომ სრულად მწყობრში ჩადგომა ვერ მოასწროს და მისი დაბრუნება 28 ნოემბერს „პსვ“-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის გადაიდოს.

ბრაზილიელის დაბრუნების ზუსტი დრო მისი სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდეს ტრავმირებული მესი და უმტიტი დაუბრუნდნენ და მათ მოედანზე გამოჩენას უხლოეს შეხვედრაში ელიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები