Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ლეიკერსი - მინესოტა 114 – 110

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გაიმართა. ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ საკუთარ მოედანზე „მინესოტას“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

„მეფემ“ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 24 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა. კაილ კუზმამ და ჯოშ ჰარტმა აქტივში 21-21 ქულა ჩაიწერეს, ხოლო ბრენდონ ინგრემმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.

„მინესოტას“ რიგებში დერიკ როუზმა თავის გამოჩენა კიდევ ერთხელ მოახერხა. მან 31 ქულა მიითვალა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. როუზმა კალათში 7 სამქულიანი მოათავსა. ჯიმი ბატლერმა გუნდს 24 ქულა შესძინა. ტაჯ გიბსონმა კი ორმაგი დუბლი დააგროვა - 16 ქულა, 11 მოხსნა.

მემფისი - დენვერი 89 – 87

მარკ გასოლის „მემფისმა“ საკუთარ მოედანზე „დენვერს“ უმასპინძლა და დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

„გრიზლისს“ 20 ქულითა და 12 მოხსნით სწორედ ესპანელმა ცენტრმა ულიდერა. ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 20 ქულა მიითვალა, ხოლო კაილ ანდერსონმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

„ნაგეთსის“ რიგებში საუკეთესო გერი ჰერისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა შესძინა. ტრეი ლაილსმა 16 ქულა დააგროვა, ხოლო ჯამალ მარიმ აქტივში 15 ქულა ჩაიწერა.

მაიამი - სან ანტონიო 95 – 88

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ სერიოზული პრობლემები აქვს. „სპურსს“ სტუმრად თამაში კვლავ არ გამოსდის და რუდი გეის გარეშე ამჯერად ფლორიდაში დამარცხდა.

„ჰითის“ რიგებში ჰასან უაითსაიდი გამოირჩა. „მაიამის“ ცენტრმა საოცარი მატჩი ჩაატარა 29 ქულა, 20 მოხსნა და 9 დაფარება მიითვალა. უეინ ელინგტონმა მატჩი 20 ქულით დაასრულა, ხოლო ჯასტის უინსლოუმ გუნდს 16 ქულა შესძინა.

„სან ანტონიოს“ 20 ქულით პეტი მილსმა ულიდერა. დემარ დეროუზენმა ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 18 ქულა, 14 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა დავის ბერტანსმა კი 19 ქულა დააგროვა.

სხვა მატჩების შედეგები

კლივლენდი - ოკლაჰომა 86 – 95

ორლანდო - დეტროიტი 96 – 103

ატლანტა - ნიუ იორკი 107 – 112

ინდიანა - ფილადელფია 94 – 100

ნიუ ორლეანი - ჩიკაგო 107 – 98

იუტა - დალასი 117 – 102

საკრამენტო - ტორონტო 105 - 114

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები