სპალეტი: ჩემი გუნდისგან უფრო მეტს ველოდი
Aa
Aa

სპალეტი: ჩემი გუნდისგან უფრო მეტს ველოდი

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „იუვენტუსი“ და „რომა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ტურინელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე გამარჯვებით დასრულდა (1-0). შეხვედრის შემდეგ, კომენტარი რომაელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდისგან უფრო მეტს ელოდა.

„ორგანიზების თვალსაზრისით ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ, რადგან "იუვენტუსის" ბევრის უფლება არ მივეცით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სითამამე დაგვაკლდა. ისეთი გუნდებისთვის, როგორიც "რომაა", ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასპექტი. როდესაც ყველაფერი კარგადაა, შენ უფრო დიდი ენთუზიაზმით მოქმდებ და გრძნობ ქომაგების მხარდაჭერას, მაგრამ როდესაც რაღაცა არ გამოდის, გუნდი თანდათანობით იძირება ნეგატივში.

არ ვიხედები სატურნირო ცხრილში და არ ვფიქრობ ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ამ შეხვედრაში ჩემი გუნდის უფრო მეტს ველოდი. ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში უნდა ჩავდგეთ" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ „Mediaset Premium“-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები