ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოში" ბედნიერია

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, „დორტმუნდთან“ მატჩში საკუთარი გუნდის ისტორია დაწერა. იგი „ატლეტიკოს“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „როხიბლანკოსის“ მაისურით 20 ბურთის შეგდება მოახერხა.

გრიზმანის კარგი თამაშის და გოლის წყალობით მადრიდელებმა რევანშის აღება მოახერხეს და საკუთარ კედლებში „დორტმუნდს“ სძლიეს. სიმეონეს ფეხბურთელებმა მეტოქის კარი ორჯერ აიღეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ გრიზმანმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი საჯაროდ განაცხადა, „ატლეტიკოს“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა.

„ატლეტიკოში თამაში ზუსტად ასეთი მომენტების გამო მიყვარს და მსიამოვნებს. გერმანიაში „დორტმუნდთან“ განადგურების შემდეგ გვსურდა საკუთარი თავი უკეთ წარმოგვეჩინა. საბედნიეროდ წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ და გაცილებით უკეთესი თამაში ვაჩვენეთ“.

„ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა, თუმცა გუნდმა მაინც ღირსეულად ითამაშა, რაც შემთხვევითობა ნამდვილად არაა! ეს „ატლეტიკოა“ და აქ სულ ასე ხდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები