პოგბა:
Aa
Aa

პოგბა: "რონალდუსთვის გოლების გატანა ისეთივე მარტივია, როგორც წყლის დალევა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ „იუვენტუსთან“ გასამართი მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ვფიქრობ, იუვენტუსმა სწორი ნაბიჯი გადადგა როცა რონალდუ შეიძინა. ტურინელებს კრიშტიანუ იდეალურად მოერგო.

ისეთი დიდი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში როგორებიც რონალდუ, მესი და ნეიმარი არიან ეს ყოველთვის სასიამოვნოა.

ვფიქრობ, რონალდუ ტურინში ყოფნით ძალიან ბედნიერია და იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოთამაშის ყოლა, რომლისთვისაც გოლების გატანა ისეთივე მარტივია, როგორც წყლის დალევა“.

შეგახსენებთ, რომ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ სეზონის ბოლოს ფრანგი „ოლდ ტრაფორს“ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები