მალკომი:
Aa
Aa

მალკომი: "მეტი სათამაშო დრო მსურს...არ ვაპირებ, რომ ბარსელონა დავტოვო"

„სან სიროზე“ „ინტერმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

კატალონიელები 83-ე წუთზე ბრაზილიელმა მალკომმა დააწინაურა. 21 წლის შემტევმა თავის გამოჩენა მოედანზე შესვლიდან 2 წუთში შეძლო.

ჩემპიონთა ლიგაზე ეს მალკომის სადებიუტო მატჩი იყო. შეხვედრის შემდეგ ის ემოციებს ვერ მალავდა.

„სადებიუტო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და გოლი - ეს დაუჯერებელია და ამას ჩემს ოჯახთან ერთად აუცილებლად აღვნიშნავ.

ჩემი ოცნება ბარსელონაში თამაში და ამ გუნდთან ერთად ისტორიის დაწერა იყო.

მადლობა სამწვრთნელო შტაბს, რომ შანსი მომეცა. მე მეტი სათამაშო დრო მსურს. მთელი დღე თავდაუზოგავად ვშრომობ, რომ გუნდის დონეს ვაკმაყოფილებდე.

არ ვაპირებ, რომ ბარსელონა დავტოვო“.

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესა მალკომს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებდა. იყო ვერსია, რომ „ბარსა“ მას ვილიანში გაცვლიდა, თუმცა როგორც ხედავთ თავად ფეხბურთელი წასვლაზე საერთოდ არ ფიქრობს.

აქვე გეტყვით, რომ „ინტერთან“ მატჩამდე მალკომის ანგარიშზე მხოლოდ ნათამაშები 25 წუთი იყო. ვნახოთ, ამ მატჩის შემდეგ ენდობა თუ არა ვალვერდე მას მეტად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები