Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

პორტლენდი - მილუოკი 118 – 103

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ოთხი შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ და „მილუოკი ბაქსი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სი ჯეი მაკკოლუმის ბენეფისად იქცა. „ტრეილ ბლეიზერსის“ მსროლელმა მცველმა 40 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ევან ტერნერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 16 ქულა, 11 მოხსნა. დემიენ ლილარდმა კი აქტივში მხოლოდ და მხოლოდ 13 ქულა ჩაიწერა.

„მილუოკის“ 23 ქულით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ბრუკ ლოპესმა და კრის მიდლტონმა 22-22 ქულა დააგროვეს.

დალასი - ვაშინგტონი 119 – 100

ჯონ უოლის „ვაშინგტონი“ კრიზის დაძლევას ვერა და ვერ ახერხებს. „უიზარდსი“ ამჯერად „დალას მავერიქსთან“ დამარცხდა.

ტეხასელთა რიგებში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ. სლოვენიელმა ახალწვეულმა 23 ქულა დააგროვა. ვესლი მეთიუსი 22 ქულით გამოირჩა, ხოლო ჰარისონ ბარნსმა გუნდს 19 ქულა და 13 მოხსნა შესძინა.

„ჯადოქრების“ ლიდერმა, ჯონ უოლმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 24 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა. ოტო პორტერი და ბრედლი ბილი კი 19-19 ქულას დასჯერდნენ.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტა - ატლანტა 113 – 102

ფენიქსი - ბრუკლინი 82 – 104

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები