Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

დენვერი - ბოსტონი 115 - 107

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 9 შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი დენვერში შედგა, სადაც "ნაგეთსი" "ბოსტონს"დაუხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

"დენვერის" რიგებში ჯამალ მარიმ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და აქტივში 48 ქულა ჩაიწერა. გერი ჰერისმა გუნდს 13 ქულა შესძინა, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა 8 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ბოსტონს" 31 ქულით კაირი ირვინგმა ულიდერა. ბრაუნი-ტეიტუმის დუეტმა 15-15 ქულა მიითვალა, ხოლო ალ ჰორფორდმა გუნდს 12 ქულა შესძინა.

იუტა - ტორონტო 111 - 124

კავაი ლეონარდის გარეშე მოასპარეზე "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ამჯერად სტუმრად "იუტა" დაამარცხა. 

კანადელებმა გამარჯვება გუნდური თამაშის ხარჯზე მოიპოვეს. "რეპტროსის" რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად 6-მა კალათბურთელმა გადალახა, ხოლო 17 ქულა 4-მა მოთამაშემ მიითვალა. საუკეთესო კაილ ლოური გახლდათ, რომელმაც 17 ქულასთან ერთად 11 გადაცემა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ვანვლიტმა გუნდს ასევე 17 ქულა შესძინა.

დონოვან მიჩელის არყოფნაში "ჯაზს" 22 ქულით ალეკ ბერკსმა ულიდერა. რუდი გობერმა აქტივში 14 ქულა ჩაიწერა, ხოლო ჯაე კრაუდერი 12 ქულით გამოირჩა.

სხვა მატჩების შედეგები:

დეტროიტი - მაიამი 115 - 120

ინდიანა - ჰიუსტონი 94 - 98

ორლანდო - კლივლენდი 102 - 100

ნიუ იორკი - ჩიკაგო 115 - 116

ოკლაჰომა - ნიუ ორლეანი 122 - 116

გოლდენ სტეიტი - მემფისი 117 - 101

კლიპერსი - მინესოტა 120 - 109

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები