ნემანია მატიჩმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

ნემანია მატიჩმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, ნემანია მატიჩმა, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. სერბი ნახევარმცველის თქმით წაგების შემდეგ გამართულ ვარჯიშებზე „წითელი ეშმაკების“ მოთამაშეები ჟოზე მოურინიოს ემალებიან.

პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა ბოლო პერიოდში აშკარად მოუმატა. „იუნაიტედს“ პრემიერ ლიგის უკანასკნელი 4 შეხვედრა არ წაუგია და გასულ ტურში „ბორნმუთთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მატიჩმა, რომელიც მოურინიოს „ჩელსიდან“ გაჰყვა, “Sky Sports“-თან საუბრისას განაცხადა: „ჟოზე შესანიშნავი ადამიანია. იგი სამსახურის გარეთ და მოედნის მიღმა რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა".

"ახლა მოურინიო უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფება, რადგან მისგან ყველა გამარჯვებას ელის. როცა შეხვედრები ჩვენთვის სასურველი შედეგით არ მთავრდება, მისი რეაქციის ხილვა ყველას სურს".

"ჟოზეს გამარჯვების მოპოვება ძალიან უყვარს და სიმართლე გითხრათ წაგებული მატჩების შემდეგ გამართულ ვარჯიშებზე მოურინიოს მთელი გუნდი ემალება".

"ჟოზე ბედნიერია, როცა მისი გუნდი შეხვედრას დადებითი შედეგით ასრულებს, მაგრამ თუ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა, უკეთ თამაშისკენ მოგვიწოდებს. ამის პარალელურად იგი სიტუაციის გამოსწორების და წარმატებისკენ მიმავალი გზის პოვნას ცდილობს და სურს ეს მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოს".

"სიცრუეა, რასაც ჟურნალისტები წერენ. გუნდში არანაირი დაპირისპირება არაა. მნიშვნელობა არ აქვს წავაგებთ თუ მოვიგებთ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთად ვართ და წარმატების მიღწევა თითოეულ ჩვენგანს სურს".

"კლუბის სახელი, რომლის ღირსებასაც ვიცავთ, გვავალდებულებს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ და დამერწმუნეთ, ზუსტად ამას ვაკეთებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები