Aa
Aa

"ჩელსიმ" პატოსთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა!

ბრიტანული Telegraph Sport-ის გავრცელებული ინფორმაციით, ალეშანდრე პატოს "ჩელსიში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია.

ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გასულ კვირას მიმდინარეობდა და მხარეებმა, საბოლოო ჯამში 3 წლიანი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მიაღწიეს შეთანხმებას. ხელფასის ოდენობა ჯერჯერობით არ ხმაურდება...

ასე რომ, ჯერი ახლა კლუბებზეა, პატოს ამჟამინდელი გუნდი "კორინთიანსი" 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, ამ თანხის გადახდა კი რომან აბრამოვიჩისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, შესაბამისად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა "მილანის" ყოფილი მოთამაშე "ლურჯებს" უახლოეს დღეებში შეუერთდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები