Aa
Aa

"ლეიკერსის" ანტირეკორდი

ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსის“ პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ზედიზედ ორი მოგების შემდეგ ლოს-ანჯელესელები აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს „ტორონტოს“ დაუპირისპირდნენ და უშანსოდ დამარცხდნენ. კანადელებს მატჩის გამართვა კავაი ლეონარდის გარეშე მოუწიათ, თუმცა ლებრონ ჯეიმსის გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა მაინც მოახერხეს.

„ლეიკერსისა“ და „რეპტორსის“ შეხვედრა გამორჩეული სხვა რამითაც გამოდგა. „მეფემ“ და კომპანიამ პირველი მეოთხედი 25 ქულიანი სხვაობით, 42-ით 17, წააგეს და გუნდის ანტირეკორდი დაამყარეს.

1954 წელს შემოღებული 24 წამის წესის შემდეგ, „ლეიკერსს“ ერთი მეოთხედი 24-ზე მეტი ქულის სხვაობით არცერთხელ წაუგია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საწყის 12 წუთში სერჟ იბაკამ 20 ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით მთელ „ლეიკერსს“ აჯობა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ 29 წლის იბაკა გახდა. სერჟმა  ორმაგი დუბლი მიითვალა და 34 ქულასთან ერთად აქტივში 10 მოხსნა ჩაიწერა. იბაკას მსგავსად კაილ ლოურიც ორმაგი დუბლით გამოირჩა. „რეპტორსის“ გამთამაშებლის ანგარიშზე 21 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა იყო.

„ლეიკერსს“ 24 ქულით კაილ კუზმამ ულიდერა. ლებრონმა კი გუნდს მხოლოდ და მხოლოდ 18 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები