გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "შესაძლოა ერთ დღესაც ბუნდესლიგაში ვითამაშო"

ანტუან გრიზმანმა გერმანულ kicker-თან ისაუბრა და ბუნდესლიგა შეაქო.

ფრანგი შემტევი გერმანიის ჩემპიონატის სტილით მოიხიბლა და სამომავლოდ გერმანიაში თამაში არ გამორიცხა.

ბუნდესლიგა ძალიან შემტევი ჩემპიონატია. აქ თავდასხმას დიდ ყურადღებას უთმობენ. ვფიქრობ დორტმუნდი ამის ნათელი დასტურია.

პირველ ადგილზე მაინც ლა ლიგას დავასახელებდი, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში ესპანეთი ყველაზე მეტი გუნდით არის ხოლმე წარმოდგენილი. შემდეგ ბუნდესლიგა, ან პრემიერლიგა მოდის.

ინგლისი ყველაზე პოპულარულია. პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ჩემპიონატია. ბუნდელსიგა მათ ფონზე ჩრდილშია. თუმცა, თუ ვისაუბრებთ ტალანტების რაოდენობაზე, ამ შემთხვევაში სხვაობა არც ისე დიდია.

მე მომწონს ბუნდესლიგა. ისინი ბევრს უტევენ და ბევრი გოლიც გადის. ეს ჩვენს თავზე რამდენიმე დღის წინ გამოვცადეთ.

შესაძლოა ეს იყოს ლიგა სადაც მე ერთ დღესაც ვითამაშო, თუმცა ამჟამად ატლეტიკოში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კლუბს აქვს პროექტი, რომელსაც მე 100%-ით ვეთანხმები და მსურს გუნდს გაზრდაში დავეხმარო, ისევე როგორც ისინი მეხმარებიან და ჩვენ გვსურს, რომ ისტორია დავწეროთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები