Aa
Aa

"რეალი" სუსოს შეძენას გეგმავს

Football Italia-ს ცნობით, მადრიდის „რეალი“ „მილანის“ ესპანელი გარემარბის სუსოს გადაბირებით ინტერესდება.

24 წლის შემტევი „როსონერის“ მთავარი დამრტყმელი ძალაა. მის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

„რეალი“ სუსოს ხელში ჩაგდებას იანვარში შეეცდება და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში მისი შეძენა არ უნდა გაუჭირდეს.

თავის მხრივ „მილანი“ მუშაობს, რომ ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხა 38 მილიონი ევრო გაზარდოს, ანაც საერთოდ ამოიღოს, რათა მისი გაყიდვა გაცილებით სარფიანად შეძლოს.

მადრიდელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავენ. მათი პრიორიტეტი შეტევის გაძლიერება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები