პიტერ შილტონმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილება გააკრიტიკა
Aa
Aa

პიტერ შილტონმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

ინგლისის ნაკრების ლეგენდამ, პიტერ შილტონმა, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უეინ რუნი „სამი ლომის“ მაისურით კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, გააკრიტიკა და „არასწორი“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ „დისი იუნაიტედის“ ფორვარდმა სანაკრებო კარიერა ორი წლის წინ დაასრულა. მიუხედავად ამისა, იგი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას მაინც მიიღებს. შეხვედრა 15 ნოემბერს შედგება, დაპირისპირებას საქველმოქმედო ხასიათიც ექნება და შემოსული თანხა უეინ რუნის ფონდში გადაირიცხება.

რაც შეეხება შილტონს, ეს უკანასკნელი ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილოა და აცხადებს: „შოკში ჩავვარდი, როდესაც ეს ამბავი გავიგე. დღემდე მიჭირს იმის გააზრება, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“.

„ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უეინმა ინგლისის ნაკრების მაისური მოირგო. „სამი ლომი“ პროგრესის გზაზეა. ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი მშვენივრად ჩაატარა და ჩემი აზრით რუნის გამოძახება უკან გადადგმული ნაბიჯია“.

„არასწორად არ გამიგოთ, იმას არ ვამბობ, რომ უეინი ღირსეულ გაცილებას არ იმსახურებს, მაგრამ ვფიქრობ მისი ნაკრებში გამოძახება არასწორია და ყველაფერთან ერთად ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს ართმევს“.

„ფედერაციის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში უდიდესი პატივი უნდა იყოს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ MLS პრემიერ ლიგაზე გაცილებით დაბალი დონეა“.

„უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისთვის ეროვნული გუნდის მაისურის კიდევ ერთხელ მორგების შანსის მიცემა არასწორია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები