Aa
Aa

შენგელიას 14 ქულა “ვალენსიასთან” და “ბასკონიას” გამარჯვება

ესპანეთის ლიგის მე-7 ტურში სამხელისუფლებიანობა დამყარდა. “რეალისა” და “ბარსელონას” წაგებით თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” იხეირა.

ბასკონიელები შინაურ კედლებში ესპანური კალათბურთის ერთ-ერთ ლიდერ “ვალენსიას” შეხვდნენ და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ (77:56), შენგელია კი, უკვე ტრადიციულად, მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ მოედანზე 23:38 წუთი გაატარა და 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 18:18 წუთში 9 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

“ბასკონიას” ესპანურ ლიგაში მომდევნო მატჩი 11 ნოემბერს ელის, როდესაც გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები