ჰუმელსი: „დორტმუნდის“ დატოვება შესაძლოა ჩემს კარიერაზე დადებითად აისახოს
Aa
Aa

ჰუმელსი: „დორტმუნდის“ დატოვება შესაძლოა ჩემს კარიერაზე დადებითად აისახოს

გერმანულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველმა, მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ ბოლო დროს კლუბის დატოვებაზე საკმაოდ ხშირად ფიქრობს.

„უკანასკნელ პერიოდში „დორტმუნდის“ დატოვებასა და კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე საკმაოდ ხშირად ვფიქრობ. თუმცა არსებობს დღეები როდესაც საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მე ეს არაფერში მჭირდება. რეალურად კი სხვა ჩემპიონატში ძალების მოსინჯვა, ჩემი განვითარებისთვის შესაძლოა დადებითი ასპექტი აღმოჩნდეს“ - განაცხადა ჰუმელსმა.

 

როგორც რამდენიმე თვის წინ იწერებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰუმელსით აქტიურად იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ იგი „დორტმუნდის“ დატოვებას არ აპირებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები