Aa
Aa

ბითაძეს ვეღარ აჩერებენ! კარიერის საუკეთესო მატჩი - 28 ქულა, 11 მოხსნა და შეხვედრის MVP!

ადრიატიკის ლიგაზე 5 გამარჯვების შემდეგ სეზონში პირველი მარცხი იწვნია გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა".

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გუნდმა "პარტიზანთან" შეხვედრა 74:81 დათმო.

19 წლის ბითაძემ პარკეტზე 32:14 წუთი დაჰყო, მისი მონაგარი 28 ქულა, 11 მოხსნა, 4 დაფარება, ერთი ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

შეხვედრის ყველაზე გამორჩეული მომენტი გოგას აგრესიული დანკი გახლდათ.

გოგამ 10-დან 10 ორქულიანი ჩააგდო, 12-დან კი 8 საჯარიმო გამოიყენა, 1 სამიანიც ააცილა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 43 შეადგინა და ის შეხვედრის MVP გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბითაძის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი.

"მეგა ბიმაქსი" ლიგაში ჯერჯერობით პირველ ადგილს ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას კი ხორვატიაში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ზადართან" გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები