ABC:
Aa
Aa

ABC: "რეალი" იანვარში 2 შემტევის დამატებას გეგმავს

მადრიდის "რეალი" ზამთარში მინიმუმ 2 მოთამაშის დამატებას გეგმავს.

პირველ რიგში "ლოს ბლანკოსი" შეტევის გაძლიერებას შეეცდება. ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზი შეივსება.

ABC-ის ინფორმაციით, პირველი მადრიდს 17 წლის ბრაზილიელი ფორვარდი როდრიგო სილვა დე გოეში ეწვევა, რომელიც 45 მილიონი ევროს ღირებულების შეთანხმების შედეგად "რეალს" დაბევებული ჰყავს, თუმცა 2019 წლის ივნისამდე "სანტოსში" უნდა ითამაშებს.

"რეალს" შეთანხმების თანახმად აქვს უფლება, რომ როდრიგო იანვარში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნაადრევად წარადგინოს.

რაც შეეხება მეორე შესაძლო ტრანსფერს, საუბარია ხამეს როდრიგესზე რომელიც "ბაიერნში" იჯარის წესით იმყოფება.

ცნობილია, რომ ხამესს დიდად არ სწყალობდა ზიდანი, რომელიც ამჟმად "რეალში" აღარ მუშაობს და კოლუმბიელს გუნდში თავის დამკვიდრების დიდი შანსი ექნება.

"ბაიერნს" ხამესის გამოსყიდვა 62 მილიონ ევროდ შეუძლია, თუმცა კოვაჩი ამ ნაბიჯის გადამდგმელ ადამიანს ნამდვილად არ ჰგავს.

კოლუმბიელი გამთამაშებელი "რეკორდმაისტერის" რიგებში დიდი ნდობით ვერ სარგებლობს და ის მადრიდში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება.

ყველაფერი ზამთარში გაირკვევა. მანამდე კი "რეალის" სამიზნეთა სიაში ახალი სახელების გამოჩენაც არ არის გამორიცხული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები