როგორი იქნება სოლარის
Aa
Aa

როგორი იქნება სოლარის "რეალი"? ტაქტიკა, სტილი და სხვა...

მადრიდის "რეალმა" სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა, რაც კლასიკოში "კამპ ნოუზე" მესის გარეშე მოთამაშე "ბარსასთან" განადგურებით (1:5) დასრულდა.

მარტივად მისახვედრი იყო, რომ ფლორენტინო პერესი ხულენ ლოპეტეგის დაითხოვდა და ეს ასეც მოხდა.

საუბარი იყო ლოპეტეგის ნაცვლად ანტონიო კონტეს მოყვანაზე, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდელებს 5 მოთამაშის შეძენა და პლუს ამას სატრანსფერო ბაზარზე სრული თავისუფლება მოსთხოვა, რის შემდეგაც პერესმა მოლაპარაკებები მალევე დაასრულა.

"რეალი" სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა. ვეტერანი მადრიდისტა არგენტინელი სამეფო კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ედგა სათავეში.

ბუნებრივია სოლარისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მის კანდიდატურას ხანგრძლივი ვადით არ განიხილავს, სოლარი თავის შანსს ბოლომდე გამოიყენებს.

სავარაუდოა, რომ სოლარი "რეალს" მინიმუმ იანვრამდე გაწვრთნის, იქამდე კი მას შანსი ექნება, რათა თავისი სიტყვა თქვას და ნდობა სეზონის ბოლომდე გაიხანგრძლივოს.

რას ფიქრობს სოლარი გუნდზე? კონკრეტულ მოთამაშეებზე და როგორი ტაქტიკით გეგმავს ის თამაშს?

სანტიაგო სოლარის საყვარელი ტაქტიკა 4-2-3-1 გახლავთ. არგენტინელ სპეციალისტს გამოკვეთილი, კლასიკური ცხრა ნომრით თამაში არ უყვარს და საინტერესოა ვის ენდობა ამ პოზიციაზე...

მის ტაქტიკაში აღსანიშნავია ფლანგების როლი. განაპირა მცველებს სოლარი სიღრმიდან ათამაშებს - გაბედულად და აგრესიულად. ის ასევე ხშირად იყენებს გრძელ გადაცემებს.

სოლარის არ უყვარს ყრუ დაცვის თამაში. არგენტინელს არ ჰყავს ეგრეთწოდებული საყვარელი და ხელშეუხებელი მოთამაშეები, "აქ არ იქნებიან არანაირი ხელშეუხებელი მოთამაშეები"!

ეს სიტყვები სოლარის ეკუთვნის და როგორც ხედავთ ის საკმაოდ მკაფიოა.

სოლარი პრესკონფერენციაზე ბევრ თემას შეეხო, მათ შორის მოთამაშეებსაც.

ბეილის შესახებ

"ის ყურადღების ცენტრშია. გვსურს, რომ მან ითამაშოს და მთელი თავისი შესაძლებლობებით წარსდგეს. მისგან ბევრს ველით".

მკაცრი ხელი

"არ მჯერა სტანდარტული შეხედულებების. ყველას მოუწევს ჩემთვის თავისი შესაძლებლობების დამტკიცება. ეს ჩემი სტილია და მათ ისეთად უნდა მიმიღონ როგორიც ვარ. ჩემი განსჯა უკვე სხვების საქმეა".

ვინიციუსის შესახებ

"ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ახლა მისთვის მნიშვნელოვანი დრო და მატჩია. ვინიციუსის მსგავსად სხვა ტალანტებსაც ბევრი შრომა მოუწევთ, რომ უმაღლეს დონეს მიაღწიონ. ამისთვის კი სათამაშო დრო აუცილებელია. ნათელია თუ რა ნიჭის პატრონია ბრაზილიელი".

კურტუა, თუ კეილორი? ვინ რომელ ტურნირზე ითამაშებს

არ ვაპირებ, რომ "დაგასპოილეროთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები