''ლივერპული'' ეგვიპტეში თამაშის დროსაც მიწვევდა''
Aa
Aa

''ლივერპული'' ეგვიპტეში თამაშის დროსაც მიწვევდა''

‘‘ლივერპულის’’ ეგვიპტელ ფორვარდ მოჰამედ სალაჰს ინგლისურ კლუბში გადასვლა 2012 წელსაც შეეძლო. ამ თემაზე აფრიკელმა მერსისაიდული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ისაუბრა.

‘‘როდესაც ეგვიპტიდან ‘‘ბაზელში’’ წავედი, ჩემი გეგმით ერთ დღესაც ‘‘ლივერპულში’’ უნდა მეთამაშა. იმ დროს ‘‘ბაზელის’’ ნაცვლად ‘‘ლივერპულში’’ გადასვლის შანსი არსებობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. როდესაც ‘‘ლივერპულის’’ მხრიდან ინტერესის შესახებ შევიტყვე, ჩემს გონებაშიც გაჩნდა ინგლისურ კლუბში თამაშის სურვილი. ვიაზრებდი ჩემს გეგმას, რომელიც ერთ დღესაც ‘‘ენფილდზე’’ მიმიყვანდა. და აი, მე აქ ვარ.’’

სალაჰი, რომელიც ‘‘ლივერპულში’’ 2017 წლიდან ასპარეზობს, ხორვატ თანაგუნდელ დეიან ლოვრენთან მეგობრობის შესახებ საუბრობს.

‘‘მელვუდზე’’ პირველად მისვლისას დეიანს შევხვდი. მოსამზადებელი ეტაპის მეორე კვირას მასთან მცირე ხნით ვისაუბრე, მაგრამ მას მაშინ დავუახლოვდი, როცა შეკრებაზე დუბაისა და მარბელაში გავემგზავრეთ. დეიანას ვეუბნები ხოლმე, რომ ჩემი წყალობით ეგვიპტეში ცნობადი სახე გახდა, რადგან ჩემთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ჩემს შესახებ სოციალურ მედიაში ხშირად ხუმრობს. მე მომწონს ეს. ის დიდებული ბიჭია.’’

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები