ჯანლუიჯი ბუფონი:
Aa
Aa

ჯანლუიჯი ბუფონი: "ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს საწყის სამ შეხვედრას გასახდელში ვუყურე"

ლეგენდარულ იტალიელ გოლკიპერს, ჯანლუიჯი ბუფონს, ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-ს რიგებში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. მიზეზი მარტივია, იგი „რეალთან“ გამართული მატჩისას მიღებულ დისკვალიფიკაციას იხდის.

პარიზული გუნდის მაისურით ხსენებულ ტურნირზე ჯიჯის დებიუტი „ნაპოლის“ წინააღმდეგ შედგება. ამ მატჩს ბუფონი მოუთმენლად ელის, რაც მის მიერ მიცემულ ინტერვიუშიც ნათლად ჩანს.

Sky sport-თან საუბრისას იტალიელმა მეკარემ განაცხადა: „ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-ს საწყის სამ შეხვედრას ტელევიზორში ვუყურე. სტადიონზე ყოფნის ნაცვლად გასახდელში ვიყავი და ჩემი გუნდის თამაშს სწორედ იქიდან ვადევნებდი თვალს“.

„ნაპოლისთან ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გვექნება. კარლო ანჩელოტიმ მშვენიერი გუნდი დააყენა და ახლა ისეთ ასპექტებში არიან ძლიერი, რაშიც ადრე უჭირდათ“.

„მადრიდის რეალთან შეხვედრის შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და ჩემში ახალგაზრდა ბუფონმა გაიღვიძა“.

კითხვაზე ვინ არიან ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფავორიტები, ჯიჯიმ განაცხადა: „ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? ალბათ პირველი „ბარსელონაა“, რადგან კატალონიური გუნდის რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. „ბლაუგრანას“ შემდეგ „იუვენტუსი“ მოდის. ტურინელებმა ზაფხულში ის მოთამაშე გაიფორმეს, რომელიც ბევრის აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა“.

ჯიჯის საკუთარი კარიერის შესახებაც ჰკითხეს.

„მომავალი? მომავალში რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ მინდა იქამდე ვითამაშო, სადამდეც შევძლებ. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი გადმობირების სურვილი ამდენმა გრანდმა გამოთქვა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები