უეინ რუნი:
Aa
Aa

უეინ რუნი: "შეგვიძლია მიღწეული შედეგით ვიამაყოთ"

უეინ რუნის „დისი იუნაიტედი“ MLS-ის საპლეიოფო ეტაპს პირველივე რაუნდში გამოეთიშა. ინგლისელი ნახევარმცველის გუნდი „კოლამბუს ქრიუს“ დაუპირისპირდა და გულშემატკივრებმა ნამდვილი თრილერი იხილეს.

გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. სიტუაცია არც ამ პერიოდში შეცვლილა, კლუბებმა გოლები გაცვალეს და საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

საფეხბურთო ლატარეაში „კოლამბუსს“ გაუმართლა და 3-2 იმარჯვა... უეინ რუნი პენალტის ნიშნულთან პირველი მივიდა და დარტყმა გააცუდა...

შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა: „სეზონის ამ ნოტაზე დასრულება უდიდესი იმედგაცრუებაა, მაგრამ ვფიქრობ გუნდს შეუძლია ბოლო თვეებში მიღწეული შედეგით იამაყოს“.

„დღევანდელი მატჩი, გულშემატკივრები, ატმოსფერო და აბსოლუტურად ყველაფერი გასაოცარი იყო“.

„კოლამბუსთან შეხვედრაში ვაჩვენეთ, რომ გუნდმა საკმაოდ დიდი გზა გამოიარა. ვფიქრობ ჩვენი გამოსვლით შეგვიძლია ვიამაყოთ და ეს მატჩი მომავალ სეზონში საკუთარი თამაშის გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები