არველაძის გუნდი სეზონს უტიტულოდ ასრულებს - წარმატების შანსი მცირეა
Aa
Aa

არველაძის გუნდი სეზონს უტიტულოდ ასრულებს - წარმატების შანსი მცირეა

უზბეკეთის სუპერლიგის საუკეთესო ექვსეულის მე-6 ტურში შოთა არველაძის ტაშკენტის ''ფახთაქორისა'' და ანდრეი კანჩელსკისის ნამანგანის ''ნავბაქორის'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე არველაძის გუნდს ჩემპიონობის მცირე შანსი აქვს. სუპერლიგას ტაშკენტის ''ლოკომოტივი'' 36 ქულით ლიდერობს და ''ფახთაქორს'' 8 ქულით უსწრებს.

სუპერლიგის დარჩენილი 4 ტურიდან ''ლოკომოტივი'' და ''ფახთაქორი'' ერთმანეთის წინააღმდეგ 2 მატჩს გამართავენ.

''ნავბაქორთან'' მატჩის შემდეგ შოთა არველაძის ნაცვლად პრესკონფერენციას მისი ასისტენტი ჟასურ აბდურაიმოვი ესწრებოდა. მისი თქმით ტიტულის მოპოვებას დრო სჭირდება. როგორც აბდურაიმოვმა აღნიშნა, შემდეგი სეზონისთვის ''ფახთაქორი'' კიდევ გაძლიერდება და ტიტულებისთვის კვლავ ლაღი, შემტევი ფეხბურთით იბრძოლებს.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე უზბეკურ გუნდს 2017 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს. მას ასევე თურქეთის სუპერლიგასა და ებრაულ ''მაქაბიში'' უმუშავია.

სერბი დრაგან ჩერანი, შოთა არველაძე და გოჩა ტყებუჩავა, რომელიც შოთა არველაძის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს

შოთა არველაძის გუნდმა უზბეკეთის თასის ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა გადამწყვეტ მატჩში აგმკ-სთან 1:3 დამარცხდა. ასე რომ დიდი ალბათობით ''ფახთაქორი'' სეზონს ტიტულის გარეშე დაასრულებს.

უკრაინის საფეხბურთო თასის მერვედფინალში პეტროვოს ''ინგულეცმა'' პრემიერლიგური ''მარიუპოლი'' 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან მესამე გოლი 61-ე წუთზე 21 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქობულაძის ანგარიშზეა.  

ქობულაძემ სადებიუტო გოლი კონორ მაკგრეგორის სტილში აღნიშნა

ქობულაძემ 81-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. მან წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც მეტოქის ფეხბურთელმა გოლად აქცია.

ქობულაძის თანაგუნდელ ნიკა სიჭინავას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. 

''ინგულეცი,'' რომელიც რანგით მეორე ლიგაში გამოდის და პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძვის, მეოთხედფინალში ითამაშებს.

''გენტი'' ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, 3 ნოემბერს ''კორტრეიკს'' შეხვდება. გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ემზადება. მისი თანაგუნდელი გიორგი ქვილითაია ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

გიორგი ჩაკვეტაძე თანაგუნდელებთან ერთად კლუბის ქომაგებს შეხვდა

 

იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში ''ნაპოლი'' ''ემპოლის'' უმასპინძლებს. სტუმართა რიგებში ტრავმირებული ლევან მჭედლიძე ვერ იასპარეზებს. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, მჭედლიძემ ტრავმა მე-7 ტურში ''პარმასთან'' შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია. ტრავმის გამო ფეხბურთელმა ერთა ლიგის მე-3 და მე-4 ტურის შეხვედრები გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები