Aa
Aa

"ბოსტონ სელტიკსმა" საკუთარი ისტორია დაწერა

„ბოსტონ სელტიკსმა“ ერთ მატჩში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით საკუთარი რეკორდი დაამყარა. გამთენიისას „კელტები“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერს, „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდნენ და კალათში პერიმეტრიდან ნასროლი 24 ბურთი მოათავსეს.

„კელტების“ მხრიდან საუკეთესო კაირი ირვინგი გახლდათ. ამ უკანასკნელმა 28 ქულა მიითვალა და 12-დან ექვსი სამქულიანი გამოიყენა. ალ ჰორფორდმა გუნდს 18 ქულა შესძინა. გორდონ ჰეიუარდმა ასევე 18 ქულა მიითვალა, ხოლო მარკუს მორისმა აქტივში 17 ქულა ჩაიწერა.

ბოსტონელები სამქულიანი ზონიდან შესაშური სიზუსტით უტევდნენ და ნატყორცნი ბურთების 43.6 პროცენტი ჩააგდეს. „სელტიკსმა“ ჯამში 55 სამიანი ისროლა და როგორც აღვნიშნეთ, კალათში, 24 მოათავსა.

„მილუოკისთან“ მოპოვებული გამარჯვება „ბოსტონისთვის“ ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა. „კელტებს“ 6 მოგება და 2 წაგება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები