მეინ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

მეინ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისა და მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ასპარეზობას მეინ-რაუნდიდან დაიწყებს და მეხუთე ჯგუფში თურქეთის , უნგრეთისა და ესპანეთის 19 წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს 26-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს. 

19-წლამდე მოთამაშეებს შორის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად 2019 წლის 8-14 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე რვა ნაკრები იასპარეზებს.

მომავალი წლის შემოდგომაზე მასპინძელ ლატვიას, მეინ-რაუნდში გამარჯვებული შვიდი გუნდი შეურთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები