Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ბოსტონი - მილუოკი 117 - 113

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გაიმართა. დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა და გულშემატკივრებმა რამდენიმე დაძაბული შეხვედრაც იხილეს.

ტურის ცენტრალური მატჩი ბოსტონში შედგა. კაირი ირვინგის „სელტიკსმა“ „მილუოკის“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 4 ქულიანი სხვაობით დაამარცხა. ყველაფერთან ერთად „ბოსტონმა“ საკუთარი ისტორია დაწერა და „ბაქსთან“ შეხვედრაში 24 სამქულიანი ჩააგდო.

„კელტების“ გამთამაშებელი თავის გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 28 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა ჩაიწერა. გორდონ ჰეიუარდი 18 ქულით გამოირჩა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა მარკუს მორისმა კი 17 ქულა მიითვალა.

„მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ბერძენმა მსუბუქმა ფორვარდმა 33 ქულასთან ერთად 11 მოხსნა გაიფორმა. მიდლტონი-ბროგდონის დუეტი 16-16 ქულით გამოირჩა, ერიკ ბლედსოუმ კი გუნდს 13 ქულა შესძინა.

შარლოტა - ოკლაჰომა 107 – 111

რასელ უესტბრუკის „ოკლაჰომამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. „თანდერის“ მორიგი მსხვერპლი კემბა უოკერის „შარლოტა“ აღმოჩნდა.

მატჩი „ჰორნეთსის“ სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, მესამე მეოთხედში ისინი 19 ქულასაც იგებდნენ, თუმცა „ოკლაჰომამ“ ბოლომდე იბრძოლა და საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა.

„თანდერს“ რასელ უესტბრუკმა ულიდერა. 29 წლის გამთამაშებელმა აქტივში 29 ქულა, 10 გადაცემა და 8 მოხსნა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ალექს აბრინესმა წლის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 25 ქულა შესძინა. დენის შროდერმა კი 21 ქულა გაიფორმა.

„შარლოტას“ რიგებში 21-21 ქულით უოკერი და მონკი გამოირჩნენ. ტონი პარკერმა 17 ქულა დააგროვა, ხოლო ჯერემი ლემბმა მატჩი 13 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა.

სხვა მატჩების შედეგები

კლივლენდი - დენვერი 91 – 110

ფილადელფია - კლიპერსი 122 – 113

ატლანტა - საკრამენტო 115 – 146

პორტლენდი - პელიკანსი 132 – 119

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები