რემზიმ
Aa
Aa

რემზიმ "არსენალის" დატოვება გადაწყვიტა

ლონდონის ‘‘არსენალს’’ აარონ რემზი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. Skysports-ის ცნობით ჩრდილოლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა. მოთამაშემ კლუბის გადაწყვეტილების მიზეზი პირადი აგენტის დახმარებით გაარკვია.

პრემიერლიგის გასულ ტურში ‘‘კრისტალ პალასთან’’ მატჩის შემდეგ უნაი ემერიმ რემზის შესახებ ისაუბრა:

‘‘აარონსა და კლუბს შეუძლიათ იფიქრონ და ისაუბრონ კონტრაქტის შესახებ. არსებობს ალბათობა, რომ შეთანხმება არ შედგეს, თუმცა მისთვის, ჩვენთვის და გუნდისთვის ერთად ყოფნა, სავარჯიშო პროცესი პროგრესის შესაძლებლობაა.’’

27 წლის ნახევარმცველმა ‘‘არსენალის’’ მაისურით 341 მატჩში 59 გოლი შეაგდო. ფეხბურთელი ინგლისური კლუბს 2008 წელს შეუერთდა, 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ‘‘კარდიფიდან’’ ლონდონის ‘‘არსენალში’’ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები