სანჩესს
Aa
Aa

სანჩესს "პსჟ"-ში თამაში სურს

The Guardian-ის ინფორმაციით ალექსის სანჩესს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს.

ჩილელი შემტევი ამის გაკეთებას იანვარში გეგმავს.

სანჩესის მომავალს „პსჟ“-ს უკავშირებენ. პარიზელთა რიგებს დიდი ალბათობით ედინსონ კავანი დატოვებს, რომელიც სავარაუდოდ „ნაპოლიში“ დაბრუნდება.

ფრანგული პრესა წერს, რომ ტომას ტუხელის გუნდის შემტევი ტრიო ნეიმარი, მბაპე, სანჩესისგან დაკომპლექტდება.

ალექსისს „იუნაიტედში“ არსებული სიტუაცია არ მოსწონს. მას არც მოურინიოს სათამაშო სტილი ხიბლავს და ჩემპიონთა ლიგაზეც ყოველწლიურად სტაბილურად ასპარეზობა სურს.

რა თქმა უნდა პარიზელები ჩილელს ანაზღაურებასაც გაცილებით მეტს შესთავაზებენ.

მოლაპარაკებების დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. სანჩესმა თავის აგენტს წინადადებების განხილვა უკვე დაავალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები