პრიმერა დივიზიონი
Aa
Aa

პრიმერა დივიზიონი

ხიხონი-სოსიედადი 23:30

 

"სოსიედადი" ხიხონელებთან 5 ურთიერთშეხვედრაა არ მარცხდება. თანაც, ახლა "სპორტინგი" ისეთ ფორმაშია, რომ ამ სერიის გაგრძელება სრულიად სავარაუდოა, მათ ხომ "ლა ლიგის" უკანასკნელი 9 ტურიდან 8-ში მარცხი აქვთ განცდილი.

ამ გუნდების დაპირისპირებები საკმაოდ პრინციპულ ხასიათს ატარებს, რაზეც ბოლო 6 თამაშში ნაჩვენები 34 ყვითელი და 2 წითელი ბარათიც მიუთითებს. წელს, 20 ტურის შემდეგ "სპორტინგის" მოთამაშეების პასივში 47 ყვითელი და 2 წითელი ბარათია, მათი მეტოქისაში კი - 59 ყვითელი და 3 წითელი.  ამას ემატება ისიც, რომ დღევანდელ მატჩს დავიდ ფერნანდეს ბორბალანი გაუძღვება, რომლის განსჯილ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 55 ყვითელი (საშ. 6.87) და 3 წითელი ბარათია ნაჩვენები...

 

მალაგა-ბარსელონა 19:00

 

"ბარსელონა" "მალაგასთან" ბოლო 22-დან 21 შეხვედრაში დაუმარცხებელია. თუმცა ყველაზე საინტერესო და ცოტა უცნაური ისაა, რომ ამ გუნდების უკანასკნელი 3 მატჩი .. "ნაკლებობითაა დასრულებული

ამ სტადიონზე ისტორიაში გამართული 15 მატჩიდან ანდალუსიელებმა გამარჯვება მხოლოდ ერთში მოახერხეს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში გუნდებმა "ლა როსალედაზე" 0:0 ითამაშეს. ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში .. "არაა" დაფიქსირებული და სულაც არაა გამორიცხული, რომ ორივე გუნდმა გოლი ვერც დღეს გაიტანოს.

ასევე, წესით კარგი ვარიანტი უნდა იყოს 3.5 ნაკლები ბურთი, ვინაიდან "მალაგას" დაცვითი ფეხბურთის თამაში ლიდერებთან მშვენივრად ხელეწიფება (გუნდმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:0 ითამაშა), ამ ვარაუდის საფუძველს კი ზემოთ ნახსენები სტატისტიკური მონაცემებიც გვაძლევს.

 

ესპანიოლი-ვილიარეალი 21:15

 

ბარსელონელებს "ვილიარეალის" დამარცხება ძალიან უჭირთ, მათ გამარჯვებას უკანასკნელი 14 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ მიაღწიეს. თანაც ახლა "ვილიარეალი" შესანიშნავ ფორმაშია, გუნდს პრიმერას ბოლო 7 მატჩში 6 მოგება და 1 ფრე აქვს

ესპანიოლი "ლა ლიგის" ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდია 20 ტურში მიღებული 67 ყვითელითა და 3 წითელი ბარათით. "ვილიარეალი" შედარებით "სუფთა" ფეხბურთს თამაშობს (48 ყვითელი და 3 წითელი). სტუმრები, ზოგადად, ტექნიკური სწრაფი ფეხბურთის მიმდევრები არიან და ასეთი სტილის გუნდთან მასპინძლებს პატარ-პატარა ჯარიმების აღება მოუწვთ და სავარაუდოა, რომ ბარსელონელები თავის წილად მინიმუმ 3 ბარათს მიიღებენ. 

 

ატლეტიკო-სევილია 19:00

 

მადრიდელებს სევილიელებთან 12 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვთ, ამას "ატლეტიკოს" სადღეისო ფორმა ემატება, პრიმერას ბოლო 10-დან 8 შეხვედრაში ამ გუნდს გოლი არ გაუშვია. შესაბამისად, ამ მატჩში მასპინძლებმა, დიდი ალბათობით, დაგეგმილი 3 ქულის აღება უნდა მოახერხონ

მართალია, როგორც ზემოთ ითქვა, ბოლო დროს "როხიბლანკო" "სევილიას" მშვიდად ამარცხებს, თუმცა მოედანზე მაინც სერიოზული ბრძოლაა, რაზეც უკანასკნელ 6 შეხვედრაში ნაჩვენები 43 ყვითელი (საშ. 7.16) და 1 წითელი ბარათი მიუთითებს. დღევანდელ შეხვედარს იგნასიო იგლესიასი განსჯის, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, თამაშის დროს ბარათს ჯიბეში არც იდებს - მის მიერ განსჯილ პრიმერას უკანასკნელ 10 შეხვედრაში 80 (საშ. 8) ყვითელი და 5 წითელი ბარათია დაფიქსირებული, ეს ფაქტი კი ყველაფერზე ნათლად მიუთითებს და არანაირ ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს. ბონუსის სახით ვთქვათ ის, რომ ეს ის არბიტრია, რომელმაც "რეალი"-"რაიო ვალეკანოს" სკანდალური (10:2) მატჩი განსაჯა და სტუმრებს 2 ფეხბურთელი (მეორე აბსოლუტურად უსამართლოდ!) საწყის 28 წუთში გაუძევა.

 

ბეტისი-რეალი 23:30 

 

"რეალს" თავის დღევანდელ მეტოქესთან უკანასკნელი 9-დან 8 შეხვედრაში თავის წილად სულ მცირე 2 გოლი აქვს გატანილი. პირველ წრეში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მასპინძლებმა 5:0 იმარჯვეს. კარგი დღეს "ბეტისს" არც დღეს უნდა ელოდეს, თანაც იმ ფონზე, რომ ეს გუნდი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ეგიდით ყველაზე ცუდად თამაშობს - 9 თამაშში აღებული მხოლოდ 6 ქულა.

ამას გარდა, ზიდანის "რეალი" შეტევაში ფანტასტიკურად თამაშობს, უამრავ მომენტს ქმნის და გოლებიც უხვად გააქვს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მადრიდელები გოლს ორივე ტაიმში გაიტანენ.

მიმდინარე სეზონში "ბეტისი" თავის წილად საშუალოდ 4.45 კუთხურს აფიქსირებს, "სამეფო კლუბი" კი 7.1-ს (ამ კომპონენტში საუკეთესოა). ასე რომ, დიდი ალბათობით, უპირატესობა ამ კომპონენტშიც სტუმართა მხარეს იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები