ისტორიაში პირველად - ლიბერტადორესის თასის ფინალში სუპერკლასიკო შედგება!
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ლიბერტადორესის თასის ფინალში სუპერკლასიკო შედგება!

კოპა ლიბერტადორესის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ფინალში ერთმანეთს „ბოკა ხუნიორსი“ და „რივერ პლეიტი“ შეხვდებიან.

„სუპერკლასიკო“ - ასე უწოდებენ ბოკასა და რივერის ჯახს. საუბარიც კი ზედმეტია თუ რამხელა მოვლენაა ეს სამხრეთ ამერიკული და კონკრეტულად არგენტინული ფეხბურთისთვის.

„პალმეირასისა“ და „ბოკას“ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში არგენტინელებმა 4:2 გაიმარჯვეს.

ორმატჩიან დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლი დარიო ბენედეტომ ითამაშა, რომელმაც 3 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ „ბოკა“ ლიბერტადორესის თასის ფინალს ისტორიაში მეთერთმეტედ ითამაშებს. მათ ანგარიშზე 6 ჩემპიონობაა.

„ბოკა ხუნიორსისა“ და „რივერ პლეიტის“ ფინალური მატჩები 7 და 28 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები