გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "ერთი წლის შემდეგ მესისა და რონალდუს დაჭერა შესაძლებელი იქნება"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგმა შვიდიანმა ანტუან გრიზმანმა ESPN-თან ინტერვიუში მესისა და რონალდუს ჰეგემონიაზე, ასევე თავისი კარიერის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მესი და რონალდუ - ორი მოთამაშე, რომლებიც ლეგენდები არიან. ისინი საუკეთესოს წოდებას რეგულარულად იმსახურებენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ მათი დაჭერა შესაძლებელი იქნება.

მაგალითად, რომ ვთქვათ - ჩემთვის ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანთან ერთად ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია, თუმცა გასულ სეზონში MVP-ის ტიტულისთვის რასელ უესტბრუკი და ჯეიმს ჰარდენი იბრძოდნენ.

კრიშტიანუ და მესი ჩემთვის სამაგალითოები არიან. როდესაც 20 წლის ვიყავი მათ ვუყურებდი და ვცდილობდი მსგავსად მემოქმედა“.

გრიზმანმა საუბარი კარიერის MSL-ში შესაძლო დასრულებაზე განაგრძო და თქვა:

„ეს განსხვავებული მენტალიტეტია. ის შოუ, რომელსაც ამერიკელები NBA-სა და ამერიკულ ფეხბურთში დგამენ ეს კარგია, ასევე ის ფაქტიც მხიბლავს, რომ მე იქ ვერავინ მიცნობს (იცინის). მინდა, რომ MLS-ში ვითამაშო, კარიერის დასრულება სწორედ იქ მსურს“.

როგორც მოგეხსენებათ ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა MLS-ში ახალი საფეხბურთო კლუბი დაარსა, რომელსაც მაიამის "ინტერი" უწოდა.

„ბექზის“ სურს, რომ მის გუნდში ევროპელმა ვარსკვლავებმა ითამაშონ და მას ამისთვის გეგმაც აქვს.

MLS-ის ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ხსენებული კლუბი გათამაშებაში ჩართოს, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ ეს 2020 წელს მოხდება.

გრიზმანმა ბექჰემის გუნდში თამაშის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა და შემდეგი განაცხადა.

"თუ ბექჰემს სურს, რომ მე მის გუნდში ვითამაშო, მაშინ ამისთვის მზად ვარ.

მსურს, რომ ჩემი კარიერა MLS-ში დავასრულო. არ ვიცი მაიამიში წავალ თუ ლოს ანჯელესში. ეს ორი დიდებული ქალაქია.

მე მომწონს ამერიკული კულტურა, მენტალიტეტი და ის შოუ, რომელსაც ისინი გვთავაზობენ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები