Aa
Aa

1932-1933 წლების სეზონის შემდეგ პირველად! - "მილანის" მორიგი ანტირეკორდი...

იტალიის სერია A-ს პირველი ტურის გადადებული შეხვედრა გუშინ გაიმართა და „მილანმა“ საკუთარ არენაზე „ჯენოას“ 2:1 მოუგო. 91-ე წუთზე, მატჩის ბედი ალესიო რომანიოლის ლამაზმა დარტყმამ გადაწყვიტა.

ჯენარო გატუზოს გუნდის უარყოფითი სერია გრძელდება. „როსონერიმ“ ჩემპიონატის მატჩში კარი მშრალად ბოლოს 15 აპრილს შეინახა, მას შემდეგ კი ზედიზედ მე-16 ტურში გაუშვა. ამ კუთხით, წინა ტურში „შავ-წითლებმა“ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორეს და 1946-1947 წლების სეზონის შემდეგ ზედიზედ 15 შეხვედრაში გაუშვეს.

გუშინდელი თამაშიც გამორჩეული გამოდგა, „მილანმა“ 1932-1933 წლების სერია გაიმეორა და სერია A-ს საწყის 10 თამაშში გოლი გაუშვა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც „ჯენოას“ შემტევის, კოუამეს დარტყმული ალესიო რომანიოლის მოხვდა და კარში შევარდა.

მილანელთა კაპიტანმა მოგვიანებით უზუსტობა გამოასწორა და, როგორც აღვნიშნეთ, ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლი გაიტანა. რომანიოლიმ ტიაგო სილვას შედეგი გაგვახსენა. „როსონერის“ ფეხბურთელს ერთ მატჩში გოლი და ავტოგოლი ბოლოს 2009 წლის 8 ნოემბერს გაიტანა - „ლაციოს“ წინააღმდეგ სილვამ ჯერ მეტოქის კარში შეაგდო, შემდეგ კი - საკუთარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები