Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

გოლდენ სტეიტი - ნიუ ორლეანი 131 - 121

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 7 შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი ოკლენდში შედგა, სადაც „გოლდენ სტეიტმა“ ენტონი დევისის „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

„უორიორსის“ რიგებში ტრადიციულად სტეფ კარი გამოირჩა. „ოქროს ბიჭუნამ“ 37 ქულა ჩააგდო და 11-დან 7 სამიანი გამოიყენა. კევინ დურანტმა გუნდს 24 ქულა შესძინა, ხოლო კლეი ტომპსონმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა.

„ნიუ ორლეანს“ 28 ქულით ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა. ნიკოლა მიროტიჩმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 26 ქულა, 12 მოხსნა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ენტონი დევისმა 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

მინესოტა - იუტა 128 – 125

დღევანდელი ტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენა „მინესოტასა“ და „იუტას“ მატჩში ვიხილეთ. „ტიმბერვულვზის“ გამთამაშებელმა, დერიკ როუზმა, 50 ქულა ჩააგდო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

როუზის გარდა კარლ ენტონი თაუნსი გამოირჩა. მან ორმაგი დუბლი მიითვალა და აქტივში 28 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა. ენდრიუ უიგინსმა გუნდს 19 ქულა შესძინა, ხოლო ტაჯ გიბსონმა მატჩი 10 ქულით დაასრულა.

„იუტას“ რიგებში საუკეთესო 26 ქულით დონოვან მიჩელი გახლდათ. რუდი გობერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 22 ქულა, 13 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯეი კრაუდერმა გუნდს 18 ქულა შესძინა.

სხვა მატჩების შედეგები

ბრუკლინი - დეტროიტი 120 - 119

ჩიკაგო - დენვერი 107 - 108

ნიუ იორკი - ინდიანა 101 - 107

ლეიკერსი - დალასი 114 - 113

ფენიქსი - სან ანტონიო 90 - 120

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები