რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ამდენ ხანს ასეთი დონის შენარჩუნება მხოლოდ მესიმ და მე შევძელით"

კრიშტიანუ რონალდუმ France Football-თან ინტერვიუში ოქროს ბურთზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ის და მესი უკვე 10 წელია დომინირებენ. მას აინტერესებს შეძლებს თუ არა ვინმე მსგავსი შედეგის დაფიქსირებას.

"სალაჰი, მოდრიჩი, გრიზმანი, ვარანი, მბაპე - ოქროს ბურთისთვის ეს მოთამაშეები იბრძოლებენ, მაგრამ რამდენ ხანს იქნებიან ისინი ამ დონეზე? 10 წელი ან მეტი?

ამდენი ხნის მანძილზე ასეთი დონის შენარჩუნება მხოლოდ მესიმ და მე შევძელით. 10 წელზე მეტია ჩვენ მუდმივად სათავეში ვიმყოფებით.

ვამაყობ იმით, რომ განსხვავებულ ცხოველად ვითვლები. ეს ალბათ იმიტომ, რომ ტოპ დონეზე მთის წვერში უკვე 12 წელია ვარ.

ბევრს სურს, რომ ეს ერა დასრულდეს, მაგრამ ასე არ მოხდება. მე აქ ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ France Football-ი გამარჯვებულის ვინაობას 2 დეკემბერს დაასახელებს, მანამდე კი ლიდერთა სამეული უნდა გახდეს ცნობილი.ფავორიტებად ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, ანტუან გრიზმანი და ლეო მესი სახელდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები