ვადაზე ადრე - მესიმ ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

ვადაზე ადრე - მესიმ ვარჯიში განაახლა

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ გვერდმა ცოტა ხნის წინ ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. ლეო მესიმ ვარჯიში განაახლა.

როგორც მოგეხსენებათ, მესიმ ტრავმა „სევილიასთან“ (4:2) შეხვედრაში მიიღო. არგენტინელმა ხელი მოიტეხა და გამოჯანმრთელების ვადად 3 კვირა დასახელდა.

ვარაუდობდნენ, რომ მესი გაცილებით მეტსაც გამოტოვებდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და ლეომ ვარჯიში ნაადრევად განაახლა.

11 დღის შემდეგ მესი მინდორს დაუბრუნდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უახლოეს შეხვედრაში თამაშსაც შეძლებს.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 31 წლის არგენტინელს მოედანზე მალე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები