ჩაკვეტაძის მორიგი გოლი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის მორიგი გოლი

ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტი" სტუმრად "მუსკრონთან" 1:3 დამარცხდა.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე მორიგი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, წინა ტურში "შარლერუასთან" მატჩში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან ბოლო 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ დალაშქრა .

ბელგიის ჩემპიონატში "გენტი" 20 ქულით  მე-5 ადგილზეა .

მომდევნო ტურში გიორგი ჩაკვეტაძეს გუნდი "კორტრიკს" უმასპინძლობეს. შეხვედრა 3 ნოემბერს შედგება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები