საქართველოს ნაკრებმა ლატვიის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ლატვია იყო.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჰეთ-ტრიკი რონინიომ შეასრულა, თითო გოლი კი, ფუმასამ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს. 

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტურნირის პირველი შეხვედრა მოლდოვას ნაკრების წინააღდეგ ასევე დიდი ანგარიშით 6:2 მოიგო.

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში იმყოფებოდა.

მუნდიალის შესარჩევი რაუნდის წილისყრა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გაიმართება, უშუალოდ შეხვედრები კი, 2019 წლის იანვარ-თებერვალში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები