მარჩელო ლიპი:
Aa
Aa

მარჩელო ლიპი: "ანტონიო კონტეს "რეალის" ჩვეულ ფორმაში დაბრუნება შეუძლია"

მარჩელო ლიპიმ ანტონიო კონტეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ „ლოს ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი სწორედ მან უნდა ჩაიბაროს.

„რეალი“ ლოპეტეგის შემცვლელს აქტიურად ეძებს. ხულენის გათავისუფლების შემდეგ გუნდის თავკაცად სანტიაგო სოლარი მოგვევლინა, თუმცა ეს უკანასკნელი მადრიდულ კლუბს მხოლოდ დროებით უხელმძღვანელებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ლიპიმ კონტეს დადებით თვისებებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა:

„კონტეს მაღალი დონის გუნდის გაწვრთნისთვის საჭირო ყველა ტექნიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებელი გააჩნია“.

„არვიცი „რეალი“ დაინტერესებულია თუ არა მისი კანდიდატურით, ან კონტეს სურს თუ არა „სამეფო კლუბის“ თავკაცის პოსტის დაკავება, თუმცა დარწმუნებული ვარ მას „ლოს ბლანკოსის“ აღორძინება და ჩვეულ ფორმაში დაბრუნება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ კონტე ბოლოს "ლონდონის ჩელსიში" მუშაობდა და "არისტოკრატებთან" ერთად პრემიერ ლიგის მოგებაც მოახერხა. ესპანური გამოცემების ცნობით იტალიელ სპეციალისტსა და "რეალის" მესვეურებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და შედეგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები