დანა უაითი:
Aa
Aa

დანა უაითი: "ფლოიდთან რინგზე გამოსვლას არ ვაპირებთ"

ფლოიდ მეივეზერის და ხაბიბ ნურმაგომედოვის შესაძლო დაპირისპირების შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. 41 წლის მოკრივეს თქმით ორთაბრძოლა 70 პროცენტით გადაწყვეტილია, თუმცა UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითი, სხვა აზრზეა.

TMZ-სთან საუბრისას ამ უკანასკნელმა განაცხადა: „მისმინეთ, თუ მეივეზერს ორთაბრძოლის ჩატარება სურს, მას ჩხუბი ოქტაგონზე მოუწევს. ჩვენ ფლოიდთან რინგზე გამოსვლას არ ვაპირებთ. ერთხელ ეს უკვე გავაკეთეთ და იგივე ნამდვილად არ განმეორდება“.

„ორთაბრძოლის გამართვა გინდა? ბრძოლის ჩასატარებლად უნდა მოხვიდე... ნამდვილი ბრძოლის“!

უაითმა ხაბიბის მომავალზეც ისაუბრა და მისი სავარაუდო ოპონენტიც დაასახელა.

„ნურმაგომედოვი და მაკგრეგორი ჯერ ნევადას სპორტული კომისიის წინაშე უნდა წარსდგნენ. თუ სწორად მახსოვს ეს ყველაფერი დეკემბერში მოხდება და ვნახოთ შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება“.

„ხაბიბის ღირსეული მეტოქე ტონი ფერგიუსონია. ამ ბრძოლის ჩატარება ნამდვილად ღირს. ვნახოთ რა გამოვა, ბევრი რამ ნევადას სპორტული კომისიის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული“.

ცხელი ამბები