''რეალს'' დროებით არგენტინელი გაწვრთნის - ლოპეტეგის პასუხი მადრიდის ''რეალს''
Aa
Aa

''რეალს'' დროებით არგენტინელი გაწვრთნის - ლოპეტეგის პასუხი მადრიდის ''რეალს''

ხულენ ლოპეტეგის მადრიდის ''რეალიდან'' წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი სანტიაგო სოლარიმ დაიკავა, რომელიც ''სამეფო კლუბის'' ღირსებას 2000-05 წლებში იცავდა. ''რეალის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 42 წლის არგენტინელი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია.

სანტიაგო სოლარის სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ ესპანურ კლუბს უკავშირდება. სოლარი, რომელიც ''რეალში'' გადასვლამდე 1999-00 წლებში მადრიდის ''ატლეტიკოს'' ფეხბურთელი იყო, 2013 წლიდან ''რეალში'' მოღვაწეობს. სამხრეთამერიკელი 2013-16 წლებში კლუბის ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა, 2016 წლიდან კი ''რეალის'' სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

სოლარის ტიტულები მადრიდის ''რეალში'': ლა ლიგა (2000-01, 2002-03), ესპანეთის სუპერთასი (2001, 2003), უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001-02), ევროპის სუპერთასი (2002), საკონტინენტთაშორისო თასი(2002).

მადრიდის ''რეალის'' განცხადებაში ლოპეტეგისთან მიმართებაში აღნიშნულია, რომ კლუბის მოთამაშეთა დონე ნაჩვენებ შედეგს არ შეესაბამებოდა, რის შემდეგაც ლოპეტეგიმ efe.com-თან კომენტარი გააკეთა.

''დიდი მადლობა კლუბის დირექტორთა საბჭოს, რომელმაც ''რეალში'' მუშაობის შესაძლებლობა მომცა. ასევე დიდი მადლობა კლუბის თითოეულ ფეხბურთელსა და თანამშრომელს, რომლებიც ყოველთვის კარგად მეპყრობოდნენ. მადლიერი ვარ ქომაგების, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. მათ მიმდინარე სეზონში საუკეთესოს ვუსურვებ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები