მოლდოვა 2:6 საქართველო
Aa
Aa

მოლდოვა 2:6 საქართველო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა.

ჩვენი გუნდი მოლდოვას დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა.

ჩვენი გუნდიდან ჰეთ-ტრიკი ფუმასამ შეასრულა, მეტოქის კარი ორჯერ სიმი საიოტიმ აიღო, ერთი გოლი კი, საქართველოს ნაკრების მეკარის, ზვიად კუპატაძის ანგარიშზეა.

ტურნირის პირველ შეხვედრაში მოლდოვას ნაკრებმა ლატვია მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. 

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ანატოლი პონომარიოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრას 30 ოქტომბერს, მასპინძელი ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები